მოძრავი ქონების შეფასება და ინვენტარიზაცია კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების ფაქტობრივი რაოდენობისა და ღირებულების დადგენისთვის აუცილებელი წინაპირობაა. შეფასების დასკვნა, შემდგომში, ინფორმირებული გადაწყვეტილებების საფუძველი ხდება ტრანზაქციების განხორციელებისას, ფინანსური ანგარიშგებისას და სხვა საგადასახადო შემთხვევებში.
იურიდიული პირები და დაწესებულებები კანონის მიხედვით ვალდებულები არიან აწარმოონ ძირითადი საშუალებების სწორი საბუღალტრო აღრიცხვა, რაც მათი ქონების ფაქტობრივი არსებობის შემოწმებას გულისხმობს დროის კონკრეტული მონაკვეთისთვის და ძირითადად ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სანდოობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება. ასეთ დროს კომპანიის ინტერესია რაც შეიძლება მოკლე ვადებში და ნაკლები დანახარჯებით მოახდინოს მოძრავი ქონების ინვენტარიზაცია და შეფასება. ერთი შეხედვით, კომპანიებს ყველაზე მარტივ გზად ესახებათ გამოყონ თანამშრომლები კონკრეტულად ამ საქმიანობისთვის, თუმცა ასეთი ტიპის დელეგირებით სასურველ მიზანს ვერ აღწევენ და დაზოგილი დროისა და რესურსის ნაცვლად, ორმაგი დანახარჯით უწევთ ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა.
კომპანიების მიერ საკუთარი ძალებით ინვენტარიზაციის ჩატარებასა და მოძრავი ქონების შეფასებას არაერთი გამოწვევა ახლავს თან. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მთავარია - არაერთგვაროვანი მიდგომები პროცესში ჩართული თანამშრომლების მხრიდან. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქსელური ორგანიზაციების შემთხვევაში, სადაც აღსაწერია ბევრი სხვადასხვა ლოკაცია და ნივთი. ამას ემატება შეზღუდული სამუშაო რესურსიც, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, კომპანიებს უჭირთ საჭირო რაოდენობის თანამშრომლებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფა ინვენტარიზაციის ჩასატარებლად და ვერ იღებენ სათანადო შედეგებს.
აუთსორს კომპანიის დაქირავება, ასეთ შემთხვევებში, ყველაზე ღირებული და მიუკერძოებელი ალტერნატივაა. მას არ აქვს არანაირი ინტერესი, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა წარმოადგინოს შეცვლილი სახით; მაშინ, როცა თავად კომპანიის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ინვენტარიზაცია შეიცავს რისკებს, რომ არასათანადოდ აისახოს დანაკლისები და ზედმეტობები და/ან ქონების მდგომარეობები. აუთსორს კომპანიას აქვს მოქნილობა ინვენტარიზაციის პროცესის სამართავად, რადგან სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებულია დამკვეთის მუშაობის სპეციფიკა, სამუშაო საათები, პიკური პერიოდები, ძირითადი საშუალებებისა და მარაგების მოძრაობები. აღნიშნული მიდგომით, საქმიანობა მაქსიმალურად მოქნილი ხდება, რაც კლიენტისთვის დამატებით კომფორტს ქმნის.
მოძრავი ქონების შეფასებასა და ინვენტარიზაციას წლებია ახორციელებს უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია კოლიერსი. კოლიერსში მოძრავი ქონების შეფასების სერვისი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, ინვენტარიზაციის მეთოდოლოგია კი დამკვეთი კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე იგეგმება. აღნიშნული ორი სერვისი ცალ-ცალკეც ხორციელდება, თუმცა შეფასების და ინვენტარიზაციის განყოფილება ერთიანადაც მუშაობს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესებს. კოლიერსის შეფასების გუნდი არაერთი გამოცდილი ექსპერტისგან შედგება, რომლებსაც მრავალ სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების ინვენტარიზაციისა და მოძრავი ქონების შეფასების პროექტებზე უმუშავიათ. კონკრეტული პროექტის ფარგლებში კომპანია აკომპლექტებს ინვენტარიზაციის ჯგუფებს, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს პროექტების დასრულება და საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციის ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე, პროექტზე გამოყოფილ გუნდს უტარდება შესაბამისი ტრენინგი, სადაც ეცნობიან დამკვეთი კომპანიის მუშაობის სპეციფიკას და დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ მეთოდოლოგიას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თითოეული ინვენტარიზაციის პროექტს ჰყავს მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია როგორც პროექტის მსვლელობაზე და ხარისხზე, ასევე რამოდენიმე ჯგუფის ერთიან მიდგომასა და დამკვეთთან კომუნიკაციაზე.
ქართულ ბაზარზე შემოსვლის დღიდან, მოძრავი ქონების შეფასება და ინვენტარიზაცია კოლიერსის სერვისების ნუსხაშია. დიდი პროექტების დაგეგმვამ და შეზღუდულ ვადებში წარმატებით შესრულებამ კოლიერსს შესძინა ისეთი მნიშვნელოანი კლიენტები, როგორებიც არიან: აჭარა ჯგუფი, საქართველოს ბანკი, საქართველოს სალიზინგო კომპანია, შპს ტურინვესტი, ჭიათურმაგნანუმი, შ.პ.ს ჩირინა (ბიუ ბიუ), გრანდ კაზინო აჭარა, სს M2, GULF, სასტუმრო ბილტმორი და ბაზრის სხვა მსხვილი მოთამაშეები.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ კოლიერსი მსოფლიოს 68 ქვეყანაში ოპერირებს და საჭიროების შემთხვევაში კოლიერსის მსოფლიო ქსელიდან მოიძებნება კონკრეტული დარგის კვალიფიციური ექსპერტი, რომელიც პროექტებისთვის მნიშვნელოვანი დანამატია, სერვისისთვის კი ხარისხის გარანტია.
georgia@colliers.ge | +995 593 114 600 | Colliers.com
(R)