ატენში შიდა გზების რეაბილიტაცია იგეგმება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ატენში შიდა გზების რეაბილიტაცია იგეგმება.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, გზის ორი მონაკვეთი მოასფალტდება. მათი საერთო სიგრძე 880 მეტრია. გზის ერთი მონაკვეთი (540 მ) ფუხანთ უბანში მდებარეობს, მეორე მონაკვეთი (340 მ) კი ცომაანთ ხევს მიუყვება.

„იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრის, ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 702 215 ლარია. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი პირველ ივნისს გამოაცხადა,“ - აღნიშნულია ინფორმაციში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა