„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულმა დებატებმა აჩვენა, რომ ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, ისინი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ

„სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულმა დებატებმა ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, ისინი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.

მათივე განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლების ქმედებები რჩება, რომელზეც „საქართველოს მეგობარმა ევროპარლამენტარებმა კრიტიკულად და სამართლიანად მიგვითითეს“.

„იმედი გვაქვს, ამ სამართლიან კრიტიკას „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ ახალ ცილისმწამებლურ და ლანძღვა-გინების კამპანიას არ დაუპირისპირებს, მათ სამართლიან კრიტიკას მხედველობაში მიიღებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ იქნას გაშვებული.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში (ALDE-ს მხარდამჭერი რეზოლუცია) პოზიტიური შედეგები უკვე მოიტანა და მზად ვართ, იმ დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, რაზეც ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიგვითითებენ, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის დაუყოვნებლივი რეფორმა, დემოკრატიასთან და თავისუფალ მედიასთან დაკავშირებული პრობლემები, ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი და ყველა ის საკითხი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში შესული იყო და რომელთა შეუსრულებლობაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია.

მივმართავ „ქართულ ოცნებას“, ყველანაირი საუბრის და მოწოდებების დრო დასრულებულია. თუ თქვენ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ნამდვილად გინდათ და გსურთ, პოლიტიკური მომავალი გქონდეთ, უნდა შეიგნოთ, რომ ახლა ქმედებების დროა და არა გაუთავებელი საუბრის, სხვების დადანაშაულების და ლანძღვა-გინების,” - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა