მეხანძრე-მაშველებმა დუშეთში, ხევში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა დუშეთში, ხევში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაკისსოფელში მოქალაქე ჩავარდნილი იყო ხევში და ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და მამაკაცის დასახმარებლად დაიწყო სპეციალური სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა. რთული რელიეფის, ძლიერი ნისლის და უამინდობის, ასევე მოქალაქის ადგილსამყოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო სამაშველო ოპერაციის სპეციალური ტექნიკით ჩატარება, შესაბამისად, მამაკაცის დასახმარებლად მაშველთა ქვეითი ჯგუფი გავიდა.

მეხანძრე-მაშველებმა დაშავებულის უსაფრთხო ადგილზე ჩამოსაყვანად ფეხით 15 კილომეტრამდე გაიარეს და მრავლობითი დაზიანებების მქონე მამაკაცი საკაცის საშუალებით საავტომობილო გზამდე გამოიყვანეს. ამ დროისთვის, მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა