ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 909 914 ლარია, შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 5.5 კმ-ზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები, კიუვეტები და ეზოში შესასვლელები.

,,გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.