ნინო ლომჯარია „ბორჯომის“ ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

ნინო ლომჯარია „ბორჯომის“ ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ხელისუფლება აღნიშნული საკითხით უნდა დაინტერესდეს და მედიაციის გზით საუკეთესო გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

„მე გამოვუცხადე ჩემი მხარდაჭერა გაფიცულებს. ჩვენი მანდატის ფარგლებში ვეცდებით, რომ აუცილებლად სწრაფად და ეფექტურად შევისწავლოთ სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები. ვიცი, რომ ასაჩივრებენ მაგრამ მგონია, რომ ამ პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე თუ რამდენად ბევრ ადამიანს ეხება ეს, ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს და ჩაერთოს და მედიაციის გზით საუკეთოსო გამოსავალი უნდა იყოს მიღწეული“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

ინფორმაციისთვის, „ბორჯომის“ ქარხნის დასაქმებულები მეათე დღეა რაც გაფიცულები არიან. ისინი პროფკავშირებთან ერთად, კუთვნილ ხელფასებს, ღირსეულ შრომით პირობებს და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ.