როგორ დაგეხმარებათ Balance Shop მაღაზიის ეფექტურად მართვაში?

თუ გაქვთ სურსათის მაღაზია, ტანსაცმლის ბუტიკი, სამშენებლო მასალების მაღაზია, ერთი ან რამდენიმე საწყობი, სათბური ან სხვა ნებისმიერი სავაჭრო ობიექტი, მოკლედ, ისეთი ბიზნესი გაქვთ, რომელშიც მარაგების ზედმიწევნით კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ მარაგებზე მორგებული და თან მოქნილი სააღრიცხვო სისტემა გჭირდებათ.

Balance Shop არის თანამედროვე სააღრიცხვო სისტემა 2 მთავარი კონკურენტული უპირატესობით:

  • აქვს მარაგების დეტალური აღრიცხვის ფუნქციონალი - ანალიტიკური რეპორტებით
  • აღრიცხვისთვის გთავაზობთ როგორც ლოკალურ, ისე Cloudვერსიას.

როგორ გავაციფრულო მაღაზია?

Balance Shop ისეთივე პრინციპით მუშაობს როგორც დიდი ERP სისტემები, რომლებითაც აღჭურვილია დიდი სუპემარკეტები - პროგრამა ინტეგრირდება მაღაზიის სავაჭრო მოწყობილობებთან - სასწორთან, სკანერთან, მაგნიტური ბარათების წამკითხველთან, საბანკო ტერმინალთან, სალარო აპარატთან და ა.შ. შესაბამისად ქმნის მაღაზიის ერთიან სისტემას. პროგრამას აქვს POS-ი - მოლარის გამარტივებული „თაჩიანი“ ინტერფეისი.

როგორ გავაკონტროლო მარაგი სხვადასხვა საწყობში?

ისე როგორც ERP სისტემას შეეფერება - მას შემდეგ რაც Balance Shop-ში დაფიქსირდება გაყიდვის ოპერაცია, შესაბამისი პროდუქცია ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდანაც. ბალანსს აქვს მრავალფუნქციური საწყობის მოდული: შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ასევე ვირტუალური საწყობების დამატება და პასუხისმგებელი პირების გაწერა. პროგრამაში შესაძლებელია საწყობებს შორის მარაგების მოთხოვნის დაფიქსირება, შემდგომ გადაადგილება და პროდუქციის მიღების შემდგომ დადასტურება.

მაგალითად, თუ გვსურს ერთი საწყობიდან მეორეზე საქონლის გადაადგილება, შესაძლებელია პროგრამაშვე დაფიქსირდეს მოთხოვნა გადაადგილების შესახებ, ხოლო მას შემდეგ, რაც პროდუქცია მიეწოდება დადასტურების შედეგად აისახება მიმღებ საწყობში.

ეს ფუნქცია მენეჯრებისა და ბიზნესის ფლობელებისთვის კარგი კონტროლის მექანიზმია, რათა თავიდან იქნეს აცილებული საწყობებს შორის მარაგების შეცდომით გადაწერა.

როგორ ავირიდო თავიდან შეფერხებები გაყიდვის პოცესში?

ბალანსის აქვს უარყოფითი ნაშთების რეპორტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცალო გაყიდვების სფეროსთვის. სწრაფი გაყიდვების დროს მაღაზიაში მარაგები უცბად იხარჯება და შესაბამისად სწრაფადაც ივსება - მაგალითად, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში, სადაც შეიძლება მომხმარებლების რიგირც კი დადგეს, ჯანსაღი პროდუქციის შესაძენად. ხშირად მოლარეს უწევს გაყიდოს პროდუქტი, რომლის შესყიდვა პროგრამულად ჯერ არ ასახულა, მომხმარებელს რომ არ ალოდნოს და გაყიდვის პროცესი არ შეფერხდეს. ვინაიდან ასეთი პროდუქტები ჯერ მარაგში ასახული არ არის, გადის მინუსში. ბალანსის უარყოფითი ნაშთების რეპორტში მენეჯერი მარტივად შეამოწმებს რა პროდუქციაა გასული მინუსში, რამ გამოიწვია ეს და შესაბამისად მარტივად გაასწორებს აღრიცხვას.

როგორ ვმართო „Best Seller“ პროდუქტები?

როგორც საცალო, ისე საბითუმო გაყიდვებში ხშირად გამოიკვეთება ხოლმე ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია. რაც ნიშნავს, რომ ამ პროდუქტზე მომხმარებლისგან მოთხოვნა დიდია და სწრაფად იყიდება და შესაბამისად მარაგი ხშირ-ხშირად უნდა შეივსოს. Balance Shop-ში შესაძლებელია ასეთი პროდუქტებისთვის მინიმალური ნაშთების დადგენა: როდესაც კონკრეტული პროდუქტის მარაგი დადგენილ რაოდენობამდე შემცირდება, ეს პროდუქტი საწყობის რეპორტში „გაწითლდება“, და გადახრის ზუსტ რაოდენობას დაწერს, რაც მარაგებზე პასუხისმგებელი პირისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ მარაგი შესაკვეთია.

როგორ მივაწოდო მომხმარებელს მუდმივად ჯანსაღი პროდუქცია?

თუ საკვები პროდუქტების მაღაზია გაქვთ - ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარწმი და ა.შ. მაშინ, თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პროდუქციის ვარგისიანობის ვადების კონტროლი: ვადაგასული პროდუქცია სასწრაფოდ უნდა გაქრეს მაღაზიიდან. ბალანსის საწყობის მოდულში პროდუქციის აღრიცხვა შესაძლებელია სერიების - იგივე პარტიების მიხედვით. ეს ფუნქციონალი საწყობის მენეჯერს საშუალებას აძლევს აკონტროლოს პროდუქტის ვარგისიანობა და დროულად ჩამოწეროს ვადაგასული პროდუქცია.

როგორ გავანებივრო მომხმარებლები?

მომხმარებლებს უყვართ ფასდაკლებები და განსაკუთრებული შეთავაზებები. ბალანსის ფუნქციონალი ადაპტირებულია ლოიალური მომხმარებლების სერვისისთვის, როგორც საბითუმო, ისე საცალო ვაჭრობაში:

საბთუმო მაღაზიების ან B2B ბიზნესის შემთხვევაში ბალანსში შესაძლებელია დადგინდეს სპეციალური ფასები და შეთავაზებები განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის. პირობები გაიწერება პროგრამულად, შემდეგ კი, როდესაც მოლარე ან გაყიდვების მენეჯერი ამ მომხმარებელზე გააფორმებს გაყიდვას, პროგრამა ავტომატურად გაატარებს ფასდაკლებული ფასით.

რაც შეეხება საცალო ვაჭობას, ისევე როგორც დიდ ERP სისტემებში ხდება, ბალანსშიც პროგრამულად არის შესაძლებელი დაგროვებითი და ფასდაკლების ბარათების აღრიცხვა. ასევე, შესაძლებელია წინასწარ გაიწეროს ფასდაკლებები - მაგალითად 8 მარტისთვის, ან აგვისტოს თვეში - კონკრეტულ პროდუქტებზე.

მოკლედ თუ დიდი ERP სისტემების ფუნქციონალი მოგწონთ, თუმცა მათი ფასი თქვენს ბიუჯეტში არ ჯდება, თან ვიქრობთ რომ, შემცირებული ERP სისტემებითაც წყდება თქვენი ბიზნეს-პროცესები, მაშინ ბალანსი გჭირდებათ - Balance Shop-ით სულ რაღაც 59 ლარად (თვეში) შეძლებთ მაღაზიისა და საწყობის ავტომატიზაციას Cloud-ზე. ხოლო თუ მაღაზიისა და საწყობის პროგრამა საკმარისი არაა და ბუღალტრული პროგრამაც გსურთ, მაშინ Balance Enterprise-ს შემოგთავაზებთ, რომელიც ერთიან სივრცეში აქცევს როგორც მაღაზიისა და საწყობის მოდულებს, ისე ბუღალტერიასა და ფინანსებს.

დემო: www.balance.ge მეტი ინფოსთვის: 596 105 890

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა