მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მერის პირველ მოადგილესთან, როინ დეკანოიძესთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, არტურ ლუდკოვსკის და ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორს, ვიდა მონვიდაიტის უმასპინძლა.
ინფორმაციას ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს, ასევე გეოპოლიტიკურ ძვრებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
მხარეები სამომავლოდ პარტნიორობასა და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.