თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 39-ე კილომეტრზე სავალი ნაწილი 11-26 ივნისს დროებით შევიწროვდება

11-26 ივნისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 39-ე კილომეტრზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „არილი“, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, გზაგამტარზე (ქანდა) არსებულ სახიდე გადასასვლელზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, აწარმოებს სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება ჯერ ერთ შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.

აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება 2022 წლის 11 ივნისის დილის 09:00 სთ-დან 26 ივნისის დილის 09:00 სთ-მდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა