ქედაში, ახლადაშენებულ სოციალურ სახლში ბინა 20 ოჯახს გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქედის მუნიციპალიტეტში აგარის სოციალურ სახლში 20 ოჯახს ბინები გადასცა.

როგორც აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქედის მუნიციპალიტეტში, მორიგი სოციალური პროექტი დასრულდა, რითაც უმნიშვნელოვანესი პრობლემა გადაიჭრა - სოფელ ქვედა აგარაში სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ.

„აშენდა ევროსტანდარტების შესაბამისი, 5 - სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ადაპტირებულია.

ოჯახებს საცხოვრებელი ფართის გადაცემა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა მიულოცეს.

აჭარაში არაერთი სოციალური პროექტი ხორციელდება. შენდება ე.წ. „ოცნების ქალაქი"; ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში აშენდა სოციალური სახლები; დაიწყო ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა