გიორგი ვაშაძე - მთავარ სპეციალისტზე ნაკლები ხელფასი ჯარისკაცს არ უნდა ჰქონდეს

ამ ახალგაზრდა ბიჭებს უნდა მოემატოთ ანაზღაურება, მინიმუმ 500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამაზე თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ და გულთან მიიტანოთ ქართველი ახალგაზრდა ვაჟკაცი წვევამდელების ყოველდღიური ყოფითი პრობლემები, რომელიც მათ აქვთ?!, - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს.

გიორგი ვაშაძის თქმით, მთავარ სპეციალისტზე ნაკლები ხელფასი ჯარისკაცს არ უნდა ჰქონდეს.

"ბატონო ჯუანშერ, თუ იცით რამდენი ლარია ახალწვეულების ანაზღაურება?! ამ ადამიანების ანაზღაურება არის 75 ლარი ხელზე თვეში, მაქსიმუმ 80 ლარი, ეს ადამიანები არიან ახალწვეულები და ამ კაპიკებს იღებენ, ამ კაპიკებით ყოველ მესამე დღეს 24 საათი მორიგეობენ, სახლში უნდა წავიდნენ, უნდა იკვებონ, უნდა მოვიდნენ და დაიცვან საქართველოს პარლამენტი, სხვა სახელმწიფო უწყებები, მაგრამ ბატონო ჯუანშერ თქვენ თუ იცით შრომაში დაცვის პოლიცია რამდენს იღებს ერთი ადამიანის ხარჯზე?! 1000 ლარს, ანუ ათას ლარამდე მათ შრომაში იღებს დაცვის პოლიცია და 75 ლარს აძლევს ამ ადამიანებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ არაადამიანურია?! ამ ახალგაზრდა ბიჭებს უნდა მოემატოთ ანაზღაურება, მინიმუმ 500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამაზე თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ და გულთან მიიტანოთ ქართველი ახალგაზრდა ვაჟკაცი წვევამდელების ყოველდღიური ყოფითი პრობლემები, რომელიც მათ აქვთ?!

მეორე საკითხზე მინდა ვისაუბრო ზუსტად იგივე ხელფასებთან დაკავშირებით. პროფესიონალურ ჯარში რიგითის ხელფასი ვეძებეთ, ბოლო მონაცემი, რომელიც ვნახე წელიწად ნახევრის წინ იყო, მას შემდეგ ცოტა მოიმატა, მაგრამ დაახლოებით 900-დან 1000-ლარამდე შუალედშია, ხელზე უფრო ნაკლები გამოდით ჯარისკაცებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იმდენად დაბალი ხელფასია, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უძღვნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვის უნარიანობას, თუ საჭირო გახდა სიცოცხლე უნდა დათმოს და მას მინიმუმ უნდა გაუორმაგდეს და თქვენ რას იტყვით, რომ ამ ხალხს გაუორმაგდეთ ხელფასები?! თუ ამაზე დაგვთანხმდებით, თქვენთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ბიუჯეტში ეს თანხა ვიშოვით, რომ მათი ანაზღაურება იყოს მეტ-ნაკლებად ღირსეული. ჩემი აზრით, მთავარ სპეციალისტზე ნაკლები ხელფასი ჯარისკაცს არ უნდა ჰქონდეს და ასევე ვფიქრობ პოლკოვნიკებზე, კაპიტნებზე, სერჟანტებზე და ა.შ.

ბოლოს მინდა ჩემი გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო ყველა ჯარისკაცთან მიმართებაში, თქვენ ღირსეული ადამიანები ხართ და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ თქვენს ინტერესებს ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა იყოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება