26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

გიგი უგულავა - „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი

„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი, ამ რეზოლუციის მერე, რომ გამოვიდა და თქვა, მთელი ევროპა, თურმე სიბნელეში ცხოვრობს, მათ არაფერი იციან, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ღალატის პარტიაა.

უგულავას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს შედეგი არ ჰქონოდა.

„როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლება, რომელსაც ამხელა რესურსი აქვს, ევროპარლამენტში ერთი ადამიანი წამლად არ შეიძლება ყოფილიყო, ვინც მათ პოზიციას გააჟღერებდა მაინც, თუ არ დაიცავდა?! რატომ ვუწოდებ მე მოღალატეების და ღალატის პარტიას „ქართულ ოცნებას?“, ახლა დაგვემუქრნენ, რომ 24 ივნისის მერე, ჩანაწერებს გამოვაქვეყნებთო. ამით საერთოდ საკონტროლო გასროლას განახორციელებენ საკუთარ შუბლში, მაგრამ ეს მათი პრობლემაა უკვე. ყოველი სიტყვით, რომელსაც „ქართული ოცნება“ იტყვის, ყოველი მოქმედებით, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ მდგომარეობას დაიმძიმებენ. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი, ამ რეზოლუციის მერე რომ გამოვიდა და თქვა, რომ მთელი ევროპა, თურმე სიბნელეში ცხოვრობს, მათ არაფერი იციან. თურმე მარტო კობახიძე და ივანიშვილია მართალი. ეს ხომ შიზოფრენიაა?! ეს არის სახიფათო ავადმყოფობა და საგანგაშოა, რომ ეს ადამიანები მართავენ ქვეყანას. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ შედეგი გვქონდეს ნული“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

პოლიტიკოსის თქმითვე, იმ შემთხვევაში თუკი, საქართველო ევროკავშირისგან უარყოფით პასუხს მიიღებს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამას ქვეყანაში მოჰყვება საპროტესტო აქცია.

„ეშინიათ მათ ლეგიტიმური, საზოგადოებრივი პროტესტის. დიახ, პროტესტი აუცილებლად იქნება! კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ლეგიტიმური პროტესტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ ისტორიულ გზაგასაყარზე არ აღმოვჩნდეთ ფარდის იმ მხარეს, საიდანაც შეიძლება მერე დიდი ხანი ვეღარ გამოვიდეთ“, - აღნიშნა უგულავამ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა