ანა დოლიძე - ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრიტიკულია საქართველოს მიმართ - ამის ფასი აუცილებლად უნდა გადაიხადოს საქართველოს ხელისუფლებამ

ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრიტიკულია საქართველოს მიმართ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ამის ფასი აუცილებლად უნდა გადაიხადოს საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენი მთავრობა ისევ ყველაფერს აკეთებს, რომ მოახდინოს პოლარიზაცია, გაყოს ქვეყანა ორ ნაწილად და ყველაფერი გადააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციის უმეტესი ნაწილი ეხება მედიის თავისუფლებას და არა მიხეილ სააკაშვილს.

„ეს რეზოლუცია შედგება 30-ზე მეტი პუნქტისაგან. აქედან უმრავლესობა ეხება მედიის თავისუფლების თემას და არა მიხეილ სააკაშვილს, რომლის თემაც კვლავ კობახიძემ წამოწია. ამ პუნქტებში შედის ჟურნალისტების დევნა, ცემა, დაკავება, ლექსო ლაშქარავას საქმე, ტელევიზიების მიმართ დევნა, თვალთვალი, პირადი ცხოვრების კადრების გამოყენების მუქარა, გაკოტრების პროცედურები და ა.შ. აქვე არის მოხსენიებული სასამართლო სისტემა. ის, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს მექანიზმი იმისა, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც დოლიძე განმარტავს, რეზოლუციაში ასევე გამახვილებულია ყურადღება შარლ მიშელის შეთანხმებაზე და წერია, რომ 19 აპრილის შეთანხმება ჩვენმა ხელისუფლებამ არ განახორციელა. ჩვენს სახელმწიფოს ეგონა, რომ მარტივად აუვლიდა გვერდს ამ თემას და ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვდათ. ამ შეთანხმების გვერდზე გადაგდების ფასის გადახდა კი აუცილებლად მოგვიწევს.

„ევროპა და ევროპული პერსპექტივა არის კეთილდღეობა, რაშიც შედის დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა, წესრიგი. ევროპა არის საუკეთესო განათლების სისტემა. ევროპაში არის ღირსეული ანაზღაურება, სწორი სამუშაო საათები, უსაფრთხოება ადამიანების, ბავშვების და რაც მთავარია დემოკრატია. ზუსტად ეს არის ის, როგორ ცხოვრებასაც ჩვენ ვიმსახურებთ. ამ პერსპექტივის დაკარგვა არავის არ უნდა შევარჩინოთ“, - განაცხადა დოლიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს