არჩილ თალაკვაძე - რეზოლუციას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა - რეზოლუცია  მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები

ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური ჯგუფების ნაწილმა მიიღო და მას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა - ჩვენც მიგვაჩნია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, რეზოლუცია გარკვეული ლობირებით, "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორების - "ევროპული სახალხო პარტიის" მიერ მომზადდა და იყო ინიცირებული. თალაკვაძემ ჟურნალისტებს კენჭისყრის შედეგების გამოთხოვა და იმის ნახვა ურჩია, თუ რომელმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაუჭირა რეზოლუციას მხარი.

"ქართულმა საზოგადოებამ და ევროპაში ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა გვარამია არანაირი თავისუფალი მედია არ არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში დემოკრატიის გარანტი და დემოკრატიის სიმბოლო. რეზოლუციაში მოყვანილი ეს კონკრეტული შეფასებები რეალობას არ შეესაბამება. მას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა რომ არ დაუჭირა მხარი, ესეც გარკვეულწილად მეტყველებს, თუ როგორ იყო ტექტი მომზადებული და რამდენად სამართლიანია რეზოლუციის შინაარსი.

რაც შეეხება რეზოლუციაში მოყვანილ რეკომენაციებს, მათი შესრულება საქართველოს კომპეტენციას განეკუთვნება - ეს არის საქართველოს სახელმწიფოს, მისი კონსტიტუციისა და კანონის კომპეტენცია. ეს ადამიანები პასუხისმგემლობაში კანონმდებლობის შესაბამისად არიან მიცემული და მათთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას კანონის გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფო მიიღებს.

სიტყვები: სააკაშვილი და ჰუმანიტარული- იმდენად დაშორებულია ერთმანეთს, უბრალოდ წარმოუდგენელია რამე ჰუმანიტარულზე ვილაპარაკოთ. სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ აბსოლუტურად ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა არსებობს, ისე როგორც ყველა სხვა პატიმრის მიმართ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა