გიორგი ვაშაძე - მოსამართლეებზე სანქციების დაწესებას იხილავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არ გამოვრიცხავ ახლო მომავალში გავიგოთ ამის შესახებ ინფორმაცია

მოსამართლეებზე სანქციების დაწესებას იხილავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არ გამოვრიცხავ ახლო მომავალში გავიგოთ ამის შესახებ ინფორმაცია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადადგამს, პირთა წრე, რომლებზე სანქციების დაწესებას განიხილავენ, კიდევ უფრო გაფართოვდება, თუმცა, ჯერ ამაზე საუბარი არსად მიმდინარეობს.

"დღეს ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ ორი მიმართულებით სანქციებზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილზე სანქციები, რომელზეც რეზოლუციაა და მეორე - მოსამართლეებზე სანქციები, რომელსაც ასევე იხილავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მე არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში გავიგოთ ამის შესახებ ინფორმაცია. თუ "ქართული ოცნება" საკუთარ ქმედებებს არ გამოასწორებს აუცილებლად გაგრძელდება და გაფართოვდება სანქცირებულ პირთა სია. ჯერ სხვა პირებზე ნამდვილად გეუბნებით, რომ საუბარი არ არის არსად, საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, რაც არის რეზოლუციაში და ასევე მოსამართლეებზე, რომლებიც კლანის წევრები არიან და უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ.

ქვეყანას ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ოლიგარქიული მმართველობა, საქართველო რომელიც იყო ჩემპიონი რეფორმების კუთხით, წერია და ამბობენ, რომ გახდა მაჩანჩალა, მე მაჩანჩალა ქვეყანას არ მინდა წარმოვადგენდე, მინდა ამბიციური განვითარებაზე ორიენტირებულო საქართველო იყოს,"- განაცხადა ვაშაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე