ანრი ოხანაშვილი ხუნდაძის განცხადებაზე - ქვეყნის ევროპული გზა გადახედვას არ ექვემდებარება - ნურავინ გვისაყვედურებს გვქონდეს გულწრფელი ემოცია, რომ საკითხები სამართლიანი წესებით გადაწყვეტას დაექვემდებაროს

ქვეყნის ევროპული გზა გადახედვას არ ექვემდებარება - უბრალოდ, ნურავინ გვისაყვედურებს­ გვქონდეს გულწრფელი ემოცია, რომ საკითხები სამართლიანი წესებით გადაწყვეტას დაექვემდებაროს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი საკუთარი თანაგუნდელის დიმიტრი ხუნდაძის პოზიციას.

ოხანაშვილის თქმით, “ქართული ოცნების“ გუნდი, ქვეყანა და ხალხი ევროპისკენ მიისწრაფვის, რაც არის ცალსახა და საკითხი კითხვის ქვეშ არ დგას.

“არავის აქვს უფლება იმისა, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას - ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ სამართლიანობას ეფუძნება ევროკავშირი, ევროკავშირის იდეა და ევროპული ღირებულებები. ამიტომ, თუკი გამოვხატავთ წუხილს, რომ არის საკითხები, რომლის სამართლიანობაზე კითხვები გვიჩნდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ევროკავშირზე უარს ამბობს. ჩვენი ერთადერთი სწორი გზა ევროპულ ოჯახში დამკვიდრებაა - ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენი ხალხის ტრადიციებით და ქვეყნის ისტორიით.

“ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, რომ ყველა ნაბიჯით ქვეყანა ევროპას დაახლოებოდა, რაც არის ხელშესახები და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული.

ევროპული ოჯახი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი აზრები უნდა გვქონდეს - ვინმეს გვეკრძალება პოზიციონირება, რომ ეს სწორი არ არის და ტყუილია, გთხოვთ პოზიციას გადახედოთ... - საკითხი, რომ ჩვენი გუნდი ევროპულ არჩევანს გადახედავს, არ განიხილება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს