მერძეულ სექტორში პირველი, სრულად ქართული, გეოგაპ ხარისხის სტანდარტის დანერგვა დაიწყო

საქართველოს რძის პირველადი წარმოების გაუმჯობესების მიზნით, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტის - გეოგაპის დანერგვა დაიწყო. გეოგაპი პირველადი წარმოების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ, პირველ ქართული სტანდარტია, რომელიც სრულად პასუხობს ქვეყნის შიგნით არსებულ სექტორულ გამოწვევებს. იგი აუმჯობესებს ფერმერის შემოსავალს და უფრო ხარისხიანს ხდის ადგილობრივ წარმოებას.

ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL) პროექტის მენეჯერი ლაშა ავალიანის განცხადებით, გეოგაპის უმთავრესი მიზანია ხელი შუწყოს განვითარებაზე ორიენტირებულ ფერმერებს რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მთლიანად სექტორს.

“გეოგაპი დაეხმარებათ ფერმერებსა და გადამამუშავებლებს, ერთობლივად გაამუჯობესონ საქართველოს მერძევეობის სექტორი. ამ თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად აიწევს მათი წარმოებული სურსათის უვნებლობა და ხარისხი, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებლების ჯანმრთელობაზე” - მისივე განმარტებით გეოგაპი არის წინ გადადგმული ნაბიჯი მდგრადი პირველადი წარმოების გზაზე.

გეოგაპი აერთიანებს, მოთხოვნებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალს, რომელთა შესრულების შემდგომ ფერმა იღებს გეოგაპ სტანდარტის სერტიფიკატს. გეოგაპის ფარგლებში ფერმერებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნებია: ცხოველთა მიკვლევადობის, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის მონიტორინგი, ანტიბიოტიკების მოხმარება ფერმაზე, ცხოველური ნარჩენებისა და მავნებლების მართვა. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, როგორც ცხოველთა ჯანმრთელობას, ასევე ცხოველისგან მიღებული პროდუქტების ხარისა და უვნებლობას. გეოგაპის დანერგვა შეუძლია ყველა ფერმერს, რომელსაც 20-ზე მეტი მერძეული ძროხა ჰყავს. დანერგვის პროცესში, ფერმერები მიიღებენ კვალიფიციურ მომსახურებას და მატერიალურ რესურსებს გეოგაპის პროფესიონალთა გუნდისგან.

გეოგაპ სტანდარტი აახლოებს გადამამუშავებლებისა და ფერმერების პოზიციებს აუმჯობესებს რა, რძის ხარისხს მის ცხიმიანობა და უვნებლობას. უკეთესი ხარისხი და გაზრდილი წარმოება, მხარეებისათვის უკეთესი შემოსავლის გარანტიაა. გეოგაპი სრულად პასუხობს სახელმწიფო მოთხოვნებსაც. მეტიც, გეოგაპით იდენტიფიცირებული ფერმა, შეძლებს მყისიერად გაიაროს სახელმწიფო კონტროლი, რომელიც 2022 წლიდან სავალდებულო გახდა პირველადი წარმოებისთვის.

მეცხოველეობის სექტორში გეოგაპი უკვე დანერგილია ყვარლის საპილოტე ფერმაში. ფერმების ოდენობის ზრდა, ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გეოგაპ სტანდარტი უკვე დანერგილია ხილ-ბოსტნეულის სექტორში. მაგალითად, სტანდარტს წარმატებით იყენებს, ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა „ჰერბია“.

სტანდარტს, ერთობლივად ნერგავენ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და პროგრამა, ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა