შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს კარა მაკდონალდს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი აღინიშნება. „შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კარა მაკდონალდმა აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, აგრეთვე, ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი, მათ შორის, საარჩევნო, მართლმსაჯულების და სხვა მიმართულებით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ