ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უფლისციხეში ადგილობრივებს შეხვდა და სასმელი წყლის სისტემა დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უფლისციხეში ადგილობრივებს შეხვდა და სასმელი წყლის სისტემა დაათვალიერა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უფლისციხეში 311 ოჯახი, წყლის მიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.

„პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო, წყალსადენი მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი, დამონტაჟდა ინდივიდუალური მრიცხველები.

დღეს კომპანიამ, რომელიც სამუშაოები განახორციელა, სასმელი წყალი სატესტო რეჟმში გაუშვა.

სოფელში სასმელი წყლის სისტემა არ არსებობდა. წლების განმავლობაში ადგილობრივები ინდივიდუალური ჭებით სარგებლობდნენ და წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს.

ახალი სისტემით წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უფლისციხელების საყოფაცხოვრებო პირობებს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს