ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე - უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციის - სამარცხვინოა სააკაშვილი- გვარამიას და ბიძინა ივანიშვილის ერთ სიბრტყეში ხსენება

უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციის - სამარცხვინოა ასევე სააკაშვილი-გვარამიას და ბიძინა ივანიშვილის ერთ სიბრტყეში ხსენება,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტისთვის ვიზიტებზე უარის თქმას, ოხანაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტობა მთავრობის ხელმძღვანელობას და საგარეო საქმეთა მინისტრობას არ ნიშნავს.

"პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებით რა კომუნიკაციაა, ამაზე პასუხი უნდა გასცეს თვითონ პრეზიდენტმა, რას გულისხმობს და ასევე საქართველოს მთავრობა გასცემს პასუხს. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოს მეთაურობა არ ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელობას და საგარეო საქმეთა მინისტრობას. საგარეო კურსზე პასუხისმგებელია მთავრობა და მათ აქვთ განსაზღვრული რას აკეთებენ ევროინტეგრაციის პროცესში. ქალბატონ პრეზიდენტს თუ სურს რომ შევახსენოთ, მაშინ შევახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, როცა ის არ იყო მისი წევრი და არც პარლამენტში ყოფილა, "ქართულმა ოცნებამ" შეძლო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ასოცირების დღის წესრიგი შექმნა პარტნიორებთან ერთად, ამიტომ თუ მას უნდა შევახსენოთ რა აქვს გაკეთებული "ქართულ ოცნებას" ქვეყნისთვის, აი ეს არის ფაქტები. ძალიან დამაზიანებელია და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როცა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციის, მაშინ როცა ფაქტები მეტყველებს სხვა რამეს. ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა ჩაიხედოს ან ურჩიონ, რომ ჩაიხედოს ევროკავშირის ანგარიშში, რომ საქართველო არის ლიდერი ტრიოს შორის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან დაახლოება. სამარცხვინოა ასევე შეფასება, რომ თურმე კრიმინალი სააკაშვილი და სტრასბურგის მიერ არაერთხელ მხილებული სააკაშვილი-გვარამია უნდა ახსენონ იმავე კონტექსტში, რომელშიც უნდა ახსენონ ბიძინა ივანიშვილი, სამარცხვინოა ერთ სიბრტყეში დაყენება კრიმინალების და იმ ადამიანის, ვინც ხალხს და ჩვენს ქვეყანას კრიმინალებისგან თავი დააღწევინა. ეს არის ფაქტების თავდაყირა დაყენება",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელიდან პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა სურდა, თუმცა, მთავრობისგან უარი მიიღო. მან ისაუბრა ასევე საქართველოს ევროპულ მომავალზე და აღნიშნა, რომ ის წყვეტს ბრიუსელში ვიზიტს და ბრუნდება საქართველოში, რათა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.

"არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან ჩართვაში.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა