მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე - როცა ვსაუბრობთ, ვინ, სად, რატომ თქვა უარი ან განაცხადა თანხმობა ვიზიტებზე, ამას თავისი ფორმალური პროცედურები აქვს - მთავრობის მხრიდან განცხადება გაკეთდება, აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს

როდესაც ვსაუბრობთ, ვინ, სად, რატომ თქვა უარი ან განაცხადა თანხმობა ვიზიტებზე, მათ დაგეგმვაზე და ასე შემდეგ, ამას თავისი ფორმალური პროცედურები აქვს - მთავრობის მხრიდან განცხადება გაკეთდება, აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს, - ასეთია “ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.

ამასთან, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უკლებლივ ყველა წინაპირობა აქვს.

“თუკი ვინმეზე ევროკავშირის მხრიდან სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღება, ეს უპირველესად საქართველო უნდა იყოს. არ ვიცი, სხვა პოლიტიკოსები რაზე დაყრდნობით გამოთქვამენ ვარაუდებს, ეკუთვნის თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. თუკი ვინმეს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, უპირველესად საქართველოა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ, ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს პოზიციების დასაცავად გეგმავდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლას, თუმცა მთავრობისგან მიიღო პასუხი, რომ „უკვე ყველაფერი გააკეთეს“.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა