ფოთში ადგილობრივებმა ფოთის პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტეს

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

შეკრებილებმა ფოთის პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.

მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება ხდება, რის გამოც მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ.

100-მდე ოჯახი ჯანმრთელობისათვის საშიში ზონიდან გასახლებას და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს.

მათი თქმით, პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

,,აქ ცხოვრება გაუსაძლისია. წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მივმართავთ, თუმცა უშედეგოდ. ამ დრომდე ველოდებით ხელისუფლების მხრიდან პასუხს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთი ღია წესით მუშავდება. 4 წელია ვითხოვთ აქედან გასახლებას, მაგრამ ჩვენი არავის ესმის”, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა