არასამთავრობო ორგანიზაციები - ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია.

ორგანიზაციების შეფასებით, მსგავსი განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით ევროპული პარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის საპასუხოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებას, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, თუ მას უსამართლო პირობებით მიიღებს, რაც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ხაზგასმით გაგრძელდა.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო და სახიფათო განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებაა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირის წევრობის სავალდებულო საფეხურს წარმოადგენს, რომლის გავლის გარეშეც ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ შეძლებს კავშირის წევრობას. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკნინება და მის „სიმბოლურ“ მნიშვნელობაზე აპელირება მოსახლეობაში ევროსკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივების სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პირდაპირ ეხმიანება რუსულ ნარატივებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაუშვებლობის შესახებ.

მმართველი პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირების და პრემიერ-მინისტრის განცხადება ცხადყოფს, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გაცნობიერებული არ აქვთ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების მნიშვნელობა, რაც მათი მხრიდან ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისათვის ყველა დაბრკოლების აღმოფხვრას და დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადად განხორციელებას გულისხმობს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას: საპარლამენტო რეზოლუციის გზით დაუყოვნებლივ დაადასტუროს მზაობა, განუხრელად დაიცვას ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფება და განაცხადოს კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გადადგას. ევროკავშირს და საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს გეგმა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მითითებული პრობლემების სისტემური გადაჭრის გზებს ისახავს. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახიფათო და დანაშაულებრივი რიტორიკა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“, „მწვანე ალტერნატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საფარი“, „რონდელის ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „უფლებები საქართველო“.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის