აჭარის მთავრობის სახლთან ბულვარში დასაქმებულმა 150-მდე მეიჯარემ საპროტესტო აქცია გამართა

აჭარის მთავრობის სახლთან ბულვარში დასაქმებულმა 150-მდე მეიჯარემ საპროტესტო აქცია გამართა.შეკრებილები ბულვარის ტერიტორიაზე აუქციონის გაუქმებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბულვარის ტერიტორიაზე აუქციონის გარეშე შეეძლოთ მუშაობა და წესი იგივე უნდა დარჩეს.
“150-მდე ოჯახი ვითხოვთ, რომ ჩვენი მოთხოვნები აჭარის მთავრობამ გაითვალისწინოს. ბულვარში დასაქმებულები ვართ და ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ აქ არის. აუქციონი გაუქმდეს და როგორც წინათ იყო, ისე შეგვეძლოს საქმიანობის გაგრძელება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ დიდი თანხა გადაიხადონ და ჩვენ ამით უმუშევარი დავრჩებით”, - აცხადებენ შეკრებილები.
ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ტურისტულ სეზონზე ბულვარის ტერიტორიაზე მეიჯარეებს ქონება, რა ფორმით გადაეცემა, ჯერ უცნობია. მათივე თქმით, გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებენ. მეიჯარეებს პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო, ობიექტები პირდაპირი წესით გადაეცემოდა.

























