ქვემო სვანეთში, ლენტეხის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე, სახალხო რელიგიური დღესასწაული აღინიშნა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ქვემო სვანეთში, ლენტეხის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე, სახალხო რელიგიური დღესასწაული ფაყობა-სკალდობა აღინიშნა. ინფორმაციას გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღესასწაული აღდგომის ყოველ მეშვიდე კვირას იმართება და სულთმოფენობის ქრისტიანულ დღესასწაულს ემთხვევა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სკალდის უზარმაზარი მთის წვერზე არსებული მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია შუა საუკუნეებშია აგებული და მისი კედლები უძველეს ხატს იცავს, რომელზეც მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი არიან გამოსახული, ხოლო მათ შორის – მაცხოვარი. მთავარანგელოზის სალოცავში სკალდობის დღესასწაულზე მხოლოდ მამაკაცები ლოცულობენ, ქალები კი სკალდის ძირში გაშენებულ სოფელ ფაყში არსებულ ღვთისმშობლის ტაძარში.

,,დღევანდელი დღე, ლენტეხში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, სოსო ტყემალაძესთან, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დავესწარი.გილოცავთ სკალდობისა და სულთმოფენობის დღესასწაულებს. სკალდის მთავარანგელოზი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს", - აცხადებს გოჩა ენუქიძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა