შავღელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შავღელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კილომეტრზე (შავღელე), აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

























