უკრაინის გენშტაბი - სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის ქვედანაყოფები, არტილერიის გამოყენებით, ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება

სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

“მტერმა, არტილერიის მხარდაჭერით ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები ქალაქ სევეროდონეცკში, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განდევნა ქალაქის ცენტრიდან, ბრძოლა გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით, საოკუპაციო ძალები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, რათა ალყაში მოაქციონ უკრაინული ძალები ქალაქების, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ტერიტორიებზე. ამასთან, გენშტაბის ცნობით, მტერი ბლოკავს ლოგისტიკური მიწოდების მარშრუტებს ბახმუტის დასახლებაში.

“მტერი განაგრძობს ზომებს დანაკარგების ასანაზღაურებლად. კრემენნაიასა და სტარობელსკის დასახლებული პუნქტების მიმართულებით 80 ერთეულზე მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, გადაიტანეს”, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, სლავიანსკის მიმართულებით, რუსულმა ქვედანაყოფებმა თავიანთი ძირითადი ძალისხმევა მიმართეს დოლინასა და ბოგოროდიჩნოეს დასახლებებზე თავდასხმის განხორციელებაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ ამ მიმართულებით, ჯარების ლოგისტიკური მხარდაჭერის ფარგლებში, 100 ერთეულზე მეტი დაზიანებული ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა შეცვალა.

“ბახმუტის მიმართულებით, ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა ვიქტოროვკა-ვრუბოვკას და კამიშევახა-ვრუბოვკას მიმართულებებით. მტერმა განაახლა შეტევითი მოქმედებები ზოლოტეს ტერიტორიაზე. ამასთან, მოწინააღმდეგე წარუმატებლად ახორციელებდა თავდასხმის ოპერაციებს დოლომიტნოე - კოდემას, დოლომიტნოე - ნოვოლუგანსკოეს მიმართულებებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს