კვლევის ცენტრი - რუსეთმა უკრაინაში ომის პირველ 100 დღეში, წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 93 მილიარდი ევრო გამოიმუშავა

რუსეთმა, უკრაინაში ომის პირველი 100 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის ექსპორტის გზით 93 მილიარდი ევრო გამოიმუშავა, - ამის შესახებ ფინეთში დაფუძნებული ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მოხსენებაშია აღნიშნული.

კვლევის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთიდან ექსპორტირებული წიაღისეული საწვავის 61%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, რომლის საერთო ღირებულება 57 მილიარდ ევროს შეადგენს. ამასთან, საექსპორტო საშუალო ფასი გასულ წელთან შედარებით 60%-ით მაღალია.

ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში რუსული წიაღისეული საწვავის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები იყვნენ ჩინეთი (12.6 მილიარდი ევრო), გერმანია (12.1 მილიარდი ევრო) და იტალია (7.8 მილიარდი ევრო).

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!