იაგო ხვიჩია კობახიძის განცხადებაზე - ამ თითქოს შანტაჟის ტონში ჩანს - ევროპელებო, ჩვენ თუ უარს გვეტყვით, რუსეთისკენ წავალთ

ამ თითქოს შანტაჟის ტონში ჩანს - ევროპელებო, ჩვენ თუ უარს გვეტყვით, რუსეთისკენ წავალთ, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საით წავა საქართველო, ეს არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„ეს ევროპელებმაც იციან, ამიტომ დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" ამ არასათანადო, არაევროპულ ენას სიმშვიდით უპასუხებენ და ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ერთმანეთისგან გამიჯნავენ. მუქარის შემცველი რომ იყოს ეს განცხადება, ძალიან სასაცილო იქნებოდა. ქოცები რომ ევროპელებს ემუქრებიან აქედან, ეს ძალიან სასაცილოა,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "თეორიულად ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტმა თქვა - გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია".

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები