მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში კულტურის ცენტრის ორგანიზებით მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მულტიკულტურული პროგრამა, სხვადასხვა სახის პერფორმანსები, საფესტივალო სივრცე გაფორმებული იყო ორიგინალური დეკორაციული ფიგურებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და მოწვეული არტისტები, მარნეულის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის წარმომადგენლები, ცეკვის და ფოლკლორის ანსამბლები.

„მულტიკულტურული ფესტივალი მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის, რადგან უკეთ წარმოაჩენს მარნეულის მრავალფეროვნებას. მადლობა მინდა გადავუხადო მარნეულის კულტურის ცენტრს და ფესტივალის ორგანიზატორებს აღნიშნული ღონისძიებისათვის“, - აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პირველად ჩატარდა, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება - პოპულარიზაცია წარმოადგენს. ფესტივალს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ზაურ დარგალი, მარნეულის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო