ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის გზის 11.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის გზის 11.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იწყება ქალაქ თერჯოლის ცენტრში და გაივლის სოფლებს: რუფოთს, ახალ თერჯოლას, ჩხარს და სოფელ ძევრს.

პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურ ნაგებობებს, მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ჩატარდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.5 მილიონი ლარით ფინანსდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს