ხობის მუნიციპალიტეტის მერმა 13 ივნისის წყალდიდობის დროს დაღუპული ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგო

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ ორი ხობელი ახალგაზრდის - ინდირა და ლიზი ზარანდიების სიცოცხლე შეიწირა.

2015 წელს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა