გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში „საზაფხულო სკოლა“ იხსნება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, სკოლაში სწავლა შეუძლია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებს.
საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 20 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება.
პროექტის მიზანია მოზარდებისათვის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
პროცესი მოიცავს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას. სკოლის ჯგუფი დაკომპლექტდება 25 ბავშვით. სასწავლო პროცესი მოიცავს 2 საათს (10:00 საათიდან 12:00საათამდე), კვირაში 4 დღე - ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით.
რეგისტრაცია მოხდება ბავშთა და ახალგაზრდობის ცენტრში 16 ივნისის ჩათვლით.
პროექტს „საზაფხულო სკოლა“ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს.