ლენტეხში რელიგიური დღესასწაული ფაყობა-სკალდობა აღინიშნა

ლენტეხში ტრადიციულად, რელიგიური დღესასწაული ფაყობა-სკალდობა აღინიშნა, რომელსაც მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოუერთდნენ.

ლენტეხის მინიციპალიტეტის ინფორმაციით, სახალხო დღსასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე დაესწრო, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა დაჯილდოების ცერემონიალში.

„მან ტურნირში გამარჯვებულ ყველა მონაწილეს, საკუთარი სახსრებით ფულადი ჯილდო გადასცა, ხოლო დოღში გამარჯვებული კვიცით დაასაჩუქრა.

ფესტივალი ,,სკალდობა-2022'' სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული ტურნირები: სვანურ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და სადღესასწაულო დოღში, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოება.

სპორტულ აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართული ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანების სპორტსმენები, ასევე, ახალგაზრდები მესტიიდან, ბოლნისიდან, ცაგერიდან, წყალტუბოდან და ქუთაისიდან.

დაჯილდოების ცერემონიალში, ყველა მსურველმა მიიღო მონაწილეობა. მოქალაქეებმა პირადი ინიციატივით, საკუთარი თანხებით დაასაჩუქრეს გამარჯვებულები, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი პირადად უხდის მათ მადლობას.

დოღში გამოვლენილ საუკეთსო მხედარს ბაჩო ქურდიანს, იოსებ ტყემალაძემ საჩუქრად პირადი თანხით შეძენილი ცხენი გადასცა. მეორე ადგილზე გასულ მხედარს გიგა ლიპარტელიანს, ჯერმენ ჩანქსელიანმა უნაგირი, ხოლო მესამე ადგილზე გასული მხედარი ბექა ჩანქსელიანი, ბიძინა ჩანქსელიანმა, სამონადირეო მაღაზიის 400-ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრა.

სვანურ ჭიდაობაში (ლიბრგიელ) გამოვლინდნენ გამარჯვებულები: მარკლანში (აბსოლუტური) გამარჯვებული, თორნიკე გვიჭიანი, ნიკა დონღვანი და შოთა ჟორჟოლიანი. მარკლანში გამარჯვებულები პირადი თანხებით დააჯილდოვეს: ზეზვა ჩანქსელიანმა, ლაშა ლიპარტელიანმა და გია მეშველიანმა.

70 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული მოჭიდავეები პირადი თანხებით დააჯილდოვეს: სოსო ჩანქსელიანმა, გაგა ქურასბედიანმა და დათო ჩანქსელიანმა.

ლუკა გვიჭიანი- ლენტეხი; ზურაბ გალობერი - ლენტეხი; გიორგი გუგავა - ქუთაისი .

85 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული მოჭიდავეები, ასევე, პირადი თანხებით დააჯილდოვეს: ზურა ონიანმა, ჯაბა გაზდელიანმა და ზურაბ ჩანქსელიანმა.

სპარტაკ გურჩიანი - დმანისი; ნიკა ქომეთიანი - ცაგერი; თემო ცინდელიანი - დმანისი

ხოლო, 100-კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული მოჭიდავეები პირადი თანხებით დააჯილდოვეს: ბაკურ ჩანქსელიანმა, გია მუსელიანმა და ჯაბა გაზდელიანმა.

თორნიკე გვიჭიანი - ლენტეხი; გიორგი გაზდელიანი -ლენტეხი ; ლუკა შვანგირაძე - წყალტუბო.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები მკლავჭიდში, როგორც სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ასევე, აბსოლუტურში.

გამარჯვებული მკლავჭიდელები პირადი თანხებით დააჯილდოვეს: ნიკოლოზ ლიპარტელიანმა, ზურა ონიანმა და გაგა ქურასბედიანმა.

მკლავჭიდი 90 კგ:

პირველი ადგილი გიგა ზურაბიანი; მეორე ადგილი გიგა ბაკურაძე. მესამე ადგილი საბა ხაჭაპურიძე.

აბსოლუტური მარჯვენა ხელი:

პირველი ადგილი - გიგა ბერაძე; მეორე ადგილი - თენგიზ გაზდელიანი. მესამე ადგილი - გიგა ზურაბიანი.

აბსოლუტური მარცხენა ხელი:

პირველი ადგილი - გიგა ბერაძე; მეორე ადგილი - თენგიზ გაზდელიანი.

მესამე ადგილი - გიგა ზურაბიანი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა