ლოიდ ოსტინი - აშშ და მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი იმისთვის, რომ დაეხმარონ მას წარმატების მიღწევაში

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი იმისთვის, რომ დაეხმარონ მას წარმატების მიღწევაში, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

ჟურნალისტმა თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, არის თუ არა ჯერ კიდევ აშშ-ის მიზანი ის, რომ, დაეხმაროს უკრაინას ომში გამარჯვებაში და ხელი შეუწყოს რუსეთის დასუსტებას. ამ კონტექსტში მან ახსენა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადება, რომ უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი, მათ შორის 1 000 ჰაუბიცა და 300 მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა.

„უპირველეს ყოვლისა, აშშ მზადაა უზრუნველყოს ყველაფერი და დაეხმაროს უკრაინას წარმატების მიღწევაში, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ჩვენ გვყავს პარტნიორები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ასევე მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას მნიშვნელოვანი გზებით. ჩვენ უკვე მივაწოდეთ დიდი რაოდენობით ჰაუბიცები და მნიშვნელოვანი რაოდენობით საბრძოლო მასალა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც ასევე გაგზავნეს 155 ჰაუბიცა,“- აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, აშშ და მისი პარტნიორები გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ მიაწოდონ უკრაინას „რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება სწრაფად, რათა -- დავეხმაროთ მათ წარმატებაში.“

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება