„კარფურის“ გარემოსდაცვითი კამპანია - ვიზრუნოთ საკვების გადასარჩენად

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, გარემოსდაცვით კამპანიებს მრავალი წელია აქტიურად ახორციელებს და ამჯერად, მომხმარებლებთან ერთად, „არა-ჩვეულებრივი“ ანუ განსხვავებული ვიზუალის მქონე ხილისა და ბოსტნეულის შეძენით, საკვები ნარჩენების გადარჩენას უწყობს ხელს.

საკვები ნარჩენების პრობლემა გლობალური გამოწვევაა, რომელიც უარყოფითად აისახება ბიომრავალფეროვანებაზე, ნარჩენების მართვის სისტემაზე, საკვების უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაზე.

აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში წვლილის შესატანად, „კარფურმა“ გადაწყვიტა მომხმარებელს შესთავაზოს „არა-ჩვეულებრივი“ ანუ განსხვავებული ვიზუალის მქონე ხილი და ბოსტნეული, რომელიც ისეთივე ჯანსაღი და გემრიელია, როგორც დანარჩენი „უნაკლო“ პროდუქცია.

მაღაზიაში განთავსებული სპეციალური დახლები ადვილად მიახვედრებს სტუმრებს, რომ მათ შეუძლიათ ფასდაკლებით შეიძინონ დადებითი გემოვნური თვისებების მქონე „არა-ჩვეულებრივი“ ხილი და ბოსტნეული, ამით კი, „კარფურთან“ ერთად, მომხმარებლები იზრუნებენ გარემოზე, შეამცირებენ სათბური აირების გამონაბოლქვს და ხელს შეუწყობენ საკვები ნარჩენების გადარჩენას.

„კარფური“ მრავალი წელია რეალურ ნაბიჯებს დგამს გარემოს დაცვით საკითხებში პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირებითა და მრავალჯერადი ჩანთების დანერგვით. სხვადასხვა გარემოსდაცვითი კამპანიებისა და მომხმარებლების წახალისების შედეგად, ცელოფნის პარკების გამოყენება კარფურში 80% -ით შემცირდა ,ხოლო მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების მოხმარება 120% - ით გაიზარდა.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომლის მიზანია გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება ყველა მიმართულებით და შექმნას დაუვიწყარი მომენტები, ყველასათვის ყოველდღე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო