დავით ხაჯიშვილი - მოვუწოდებ თორნიკე რიჟვაძეს, საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს ბოდიში მოუხადოს

მოვუწოდებ თორნიკე რიჟვაძეს, ბოდიში მოუხადოს საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დავით ხაჯიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის პოზიციას არ გამოხატავს.

„რიჟვაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე განაცხადა, რომ ეს არის „სიყალბითა და ორპირობით სავსე რეზოლუცია", სადაც გარკვეული სახის მანიპულაციებია მოცემული. დღევანდელი ხელისუფლება არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის პოზიციას. ჩვენი არჩევანი სწორედ დასავლეთი და ევროპული ღირებულებებია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია სწორედ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა. მოვუწოდებ თორნიკე რიჟვაძეს, ბოდიში მოუხადოს საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს”, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის სიყალბით და ორპირობით სავსე რეზოლუცია, სადაც გარკვეული მანიპულაციებია შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება