დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ის იმუშავებს იმისათვის, რომ ბრიტანელი პატიმრები, რომელთაც პრორუსული სეპარატისტების მიერ დონბასის რეგიონში სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, გამოიხსნას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
BBC Radio-სთან მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, აწარმოებდა თუ არა მოლაპარაკებებს თვითგამოცხადებული დონეცკის „სახალხო რესპუბლიკასთან“, ტრასმა უპასუხა, რომ იგი გააკეთებს ყველაფერს, რაც პატიმრების გასათავისუფლებლად არის საჭირო.
„მე დავარწმუნე ოჯახები, რომ გავაკეთებ იმას, რაც არის ყველაზე ეფექტური მათ გასათავისუფლებლად. მე ჩვენს სტრატეგიაზე პირდაპირ ეთერში ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ტრასმა.
შეგახსენებთ, სეპარატისტულ დონეცკის „სახალხო რესპუბლიკაში“ ბრიტანელი მებრძოლები დააკავეს, რომლებიც ომში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. მათ სიკვდილით დასჯა შეეფარდათ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"