ბექა დავითულიანი - არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დადგეს, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა - შეწყალებაზე „დაასტატუსა“, რომ „არა და არასდროს“

არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დადგეს, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა - შეწყალებაზე „დაასტატუსა“, რომ „არა და არასდროს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანი აცხადებს, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა და "ვერავინ ვერავის შეაშინებს."

"არავინ არავის აშინებს და ვერ შეაშინებს, როცა ამ მნიშვნელობის თემაზე ვსაუბრობთ. ყველა ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა, იმ ორ ქვეყანაზე ბევრად წინ არის ყველა კრიტერიუმით. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადასვლა- გადმოსვლას, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს თავისთვის სასარგებლო შიდაპოლიტიკური აქტი გამოადნოს. ზურაბიშვილის მათ მხარეს გადასვლა მათ აწყობთ შიდა პოლიტიკისთვის, მე არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დადგეს, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა. შეწყალების ნაწილთან მიმართებით, ეს მისი პრეროგატივაა, "ფეისბუქზე" დაასტატუსა რომ "არა და არასდროს",- განაცხადა დავითულიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზე დაიწყება. ბრიფინგი სავარაუდოდ, ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით იტალიაში და ბრიუსელში იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო