სალომე სამადაშვილი - თუ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვასა და უკრაინას და საქართველოს ეს სტატუსი არ მიენიჭება, ეს დიდი ხნით გვართმევს შანსს, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ

თუ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვასა და უკრაინას და საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვენ ძალიან დიდი ხნით გვართმევს შანსს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, თუ არ გადაწონის გეოპოლიტიკური არგუმენტები და ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დაეკისრება.

"უნდა გვესმოდეს, "ქართულო ოცნება" სამარცხვინოდ ატყუებს ჩვენს საზოგადოებას. მაგალითად, დაიწყო ღია პროპაგანდა გუშინ, მათ შორის "იმედმა" საკუთარი კვლევებით, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებას ვინმე სთხოვს ომში ჩართვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მოლდოვის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ძალიან ფრთხილი, მოზომილი, სწორედ საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე. დღეს ვხედავთ, ღიად არის საუბარი იმაზე, რომ მოლდოვას შესაძლოა, გაცილებით უკეთესი შანსი ჰქონდეს, ვიდრე საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რატომ? იმიტომ, რომ მოლდოვის ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეიძლება სწრაფად დააკმაყოფილონ ყველა კრიტერიუმი რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. უპირობოდ რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება არ არსებობს, უნდა გვესმოდეს. ამ დროს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს არანაირი პირობების შესრულებას და შესაბამისად, ყველა ნაბიჯი და ყველა განცხადება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა გასული კვირების განმავლობაში მიზანმიმართულად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. თუ არ გადაწონის გეოპოლიტიკური არგუმენტები და ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დაეკისრება. ეს ჩვენს კონსტიტუციურ ჩანაწერს ეწინააღმდეგება, რომელიც ნათლად აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, მას უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომლის ამოცანაც ესაა.

"ქართული ოცნებისადმი", რომელმაც მიშელის შეთანხმება დაარღვია, მანამდეც არაერთხელ მოატყუა დასავლელი პარტნიორები, აღარ არსებობს არანაირი ნდობა დასავლეთში. ამ ხელისუფლების დღის წესრიგი არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და შესაბამისად, ამ ნდობას ამტკიცებს ყველა განცხადება, რომელსაც ღარიბაშვილი აკეთებს. როდესაც ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმაშიც ვერ გარკვეულა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი სიმბოლური თუ რეალური მიღწევაა, ამ ქვეყანას, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში დიდი წარმატების შანსი და მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს", - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო