გია ჯაფარიძე - „დასავლეთი ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას“ არის რუსული ნარატივი - სამწუხაროდ, ამას „ჭამს“ საქართველოს არაინფორმირებული და ბოდიში მომითხოვია, გაუნათლებელი საზოგადოება

დასავლეთი არის იმ ღირებულებათა სისტემა, რომელსაც არ უნდა აგრესია, დასავლეთი არის მშვიდობისკენ, სიყვარულისა და კეთილდღეობისკენ. როგორ შეიძლება დასავლეთს დააბრალო ის, რასაც აკეთებს რუსეთი?, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების ბრალდებებს, თითქოს დასავლეთი რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას მოითხოვს.

ჯაფარიძის თქმით, ეს არის რუსული პროპაგანდის ნარატივი.

„როგორც აშშ-ის ელჩმა ბრძანა, ეს [თითქოს დასავლეთი ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას] არის რუსული პროპაგანდისტული ნარატივი. ამას, სამწუხაროდ, „ჭამს“ საქართველოს არაინფორმირებული და ბოდიში მომითხოვია, გაუნათლებელი საზოგადოება - ის, ვინც არ იცის, რა არის ევროპის კავშირი და ნატო.

დასავლეთს ზოგადად არ სურს ომი. ეს არის ის სივრცე, რომელიც არის ღირებულებათა სისტემა, რომელიც დგას ბერძნულ-რომაული და ქრისტიანული ცივილიზაციის მონაპოვარზე. ქრისტიანობა არის სიყვარული, ის არა ომს, არამედ მშვიდობას ქადაგებს. როგორ შეიძლება დასავლეთს სურდეს ომი? სადმე ევროკავშირისა და ნატო-ს ტერიტორიაზე ომი გინახავთ? დასავლეთი ზოგადად არის იმ ღირებულებათა სისტემა, რომელსაც ზოგადად არ უნდა აგრესია, რომელიც არის მშვიდობისკენ, სიყვარულისკენ და კეთილდღეობისკენ. როგორ შეიძლება დასავლეთს დააბრალო ის, რასაც აკეთებს რუსეთი? დასავლეთი თავის თავში არ გულისხმობს ომს და აგრესიას, ის გულისხმობს მხოლოდ მშვიდობას, სიყვარულს, ადამიანის უფლებებს, სამართლიან სასამართლოს, კეთილდღეობას, სიმდიდრეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, საქართველო რეალურად იმყოფება რუსეთთან საომარ მდგომარეობაში.

„ჩვენ ისედაც ვიმყოფებით საომარ მდგომარეობაში, ომი გვაქვს რუსეთთან. ჩვენ გვაქვს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება. რუსეთს არ სურს მშვიდობა, რუსეთს ჩვენთან ომი სურს. ახლა ცეცხლი არის შეწყვეტილი, 2008 წლის აგვისტოში ეს შეთანხმებაა დადებული, სამშვიდობო შეთანხმება კი არ დადებულა. ანუ შევთანხმდით იმაზე, რომ ერთმანეთს აღარ ვესვრით. რუსები რომ გვესროდნენ, ეს არის გაჩერებული და ნებისმიერ დროს მათ შეიძლება კვლავ დაიწყონ ჩვენი მიმართულებით სროლა. არ მოგვატყუოს ვინმემ, რომ ჩვენ გამოვედით ომის მდგომარეობიდან, არა, ფაქტობრივი მდგომარეობაა, რომ ჩვენ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში. უბრალოდ ცეცხლი არის შეწყვეტილი. ყოველდღიურად იპარავენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, ყოველთვე ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცება და ეს არ არის მშვიდობა, ეს არის ჩვეულებრივი ომის მდგომარეობა“, - აღნიშნა გია ჯაფარიძემ.

„ჭავჭავაძის ცენტრის“ წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი არასდროს ყოფილა.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი და სწორედ ამიტომ გვინდა ნატო და ევროპის კავშირი. რატომ გვინდა ნატო და ევროკავშირი? 1945 წლიდან, მას შემდეგ, რაც დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, ევროპის კონტინენტზე, იქ, სადაც არის ევროპული ინტეგრაციის პროექტი - ევროპის კავშირი, ომი არ ყოფილა. ომი იყო 90-იან წლებში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ იყო ევროკავშირის წევრი. როგორც კი ბალკანეთის ნაწილი გახდა ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი, იქ დამყარდა მშვიდობა. ჩვენ იმიტომ გვინდა ევროკავშირში, რომ გვინდა მშვიდობა. ეს არის რუსეთი, ვისაც ომი უნდა. არა დასავლეთს, არამედ რუსეთს უნდა ომი. იმიტომ მივდივართ იქით, რომ გვინდა მშვიდობა“, - განაცხადა „ჭავჭავაძის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გია ჯაფარიძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს