მერიის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6-თვიან კამპანიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატი გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტის მერიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6-თვიან კამპანიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატი გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“ გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის „Helping Hand“-ის პარტნიორობით განხორციელდა.

„დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს მუნიციპალიტეტების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და იუნისეფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე ახალგაზრდების მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც მოზარდებმა მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს. ღონისძიების დასასრულს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოხალისეები და ჰიგიენის კლუბები გამოვლინდნენ.

პროექტში საქართველოს 63 მუნიციპალიტეტის 150 ახალგაზრდასთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 34 ახალგაზრდა მოხალისე მონაწილეობდა.

პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6 თვიანი კამპანია ტრენინგებით, ვებინარებით და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ჩატარდა. მოხალისეებმა ჰიგიენის კლუბები დააფუძნეს და სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.

მოხალისეებმა, აგრეთვე, მონაწილეობა ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ სესიებში მიიღეს, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, ფსიქოლოგებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ექსპერტებმა ჩაატარეს. სესიების გავლის შემდეგ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მიკრო გრანტები მოეპოვებინათ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში თავიანთ თემებში მცირე, ლოკალური პროექტები განახორციელეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა