ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი - „როსნეფტთან“კავშირი არ გვაქვს და არც არასოდეს  გვქონია

ელენე ხოშტარიამ ბიზმესმენ ვანო ჩხარტიშვილს ენერგოკომპანია „როსნეფტთან“ შესაძლო კავშირში დასდო ბრალი. როცა გაირკვა, რომ ეს იყო მტკნარი სიცრუე, „დროას“ დამფუძნებელმა ერთი ტყუილის გადაფარვა სცადა მეორე ტყუილით და სქემის მონაწილედ გამოაცხადა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. არადა, ფოთის თიზი მდებარეობს ზღვიდან მოშორებით, არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და შესაბამისად, არ გააჩნია ნავმისადგომი. ასე, რომ, ხოშტარიას განცხადება, თითქოს ფოთის თიზი ემსახურება გალფის ტვირთებს, არის აბსოლუტური სიცრუე, რადგან ტექნიკურად ამის გაკეთება შეუძლებელია.

ელენე ხოშტარიამ ძალიან კარგად იცის ეს, იცის რომ „როსნეფტთან“ არანაირი კავშირი არ გვაქვს და არც არასოდეს გვქონია, მაგრამ გამიზნულად ცრუობს და აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციებს ავრცელებს, რათა სხვაზე გადაბრალებით გადაფაროს ამ ისტორიებთან დაკავშირებით საკუთარი პარტნიორებისა და დამფინანსებლების რუსული კავშირები.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის ცალკე სამართლებრივი სუბიექტი, რომლის საქმიანობის სფერო დაკავშირებულია უცხოური კაპიტალის მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. ამ მიმართულებით ბოლო წლებში ათეულ მილიონობით დოლარის ინვესტიცია მოვიზიდეთ, გავხსენით ათეულობით საწარმო და დავასაქმეთ ასეულობით ადგილობრივი მაცხოვრებელი. არ ვაპირებთ დავკავდეთ „დროას“ დამფუძნებლის უპასუხისმგებლო ცილისწამებებსა და აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარებით, რადგან გვაქვს ეკონომიკური გეგმები და პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში.

„ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

(R)

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი