ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება

ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისად, მობილიზებულია მერიის ყველა სამსახური.

არჩილ ჩიქოვანმა დღეს იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრა, რომლებიც ტურისტული სეზონის სრულყოფილად წარმართვაზე არიან პასუხისმგებელნი.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმი 2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზად არის.

„პანდემიის შემდეგ, ჩვენ დავიბრუნეთ ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც უკვე ფეხზე დგას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განწყობა არის ოპტიმისტური.

ბათუმში ვიზიტორთა სიმრავლეა, მოგეხსენებათ ჩვენი ქალაქი ტურისტული მიზიდულობის კუთხით გამორჩეულია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს სექტორი გაცოცხლებულიყო და მოგვეწვია ვიზიტორები მთელი ქვეყნიდან და მსოფლიოდან. ბათუმისთვის ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელსაც მოაქვს სამუშაო ადგილები და ეკონომიკური შესაძლებლობები.

ტურისტული სეზონისთვის, მუნიციპალური სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადიან. დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გავმართე იმ სამსახურის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ზაფხულის სეზონის გამართულად ჩატარებაზე. დასუფთავების მიმართულებით, მაქსიმალურად გაკონტროლდება ქუჩები და სანაპირო ზოლი.

რაც შეეხება შემოქმედებით, კულტურულ ნაწილს, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში გაიმართება მნიშვნელოვანი ფესტივალები. დაგეგმილი გვაქვს საინტერესო მუსიკალური საღამოები. სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და აქტივობებით ხვდება ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი", - განაცხადა მერმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს