უეფა-ს კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა

კენჭისყრის შედეგად უეფა-ს კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილი გახდა.

თბილისის „დინამო“ ესტონეთის „პაიდე ლინამეესკონდს“ დაუპირისპირდება, გორის „დილა“ ფინურ „კუოპიოს“ შეხვდება, ხოლო თბილისური „საბურთალო“ ალბანურ „პარტიზანს“ ეთამაშება.

„დინამო თბილისი“ და „საბურთალო“ პირველ შეხვედრებს საშინაო კედლებში გამართავენ. რაც შეეხება გორის „დილას“, ეს გუნდი პირველ მატჩს სტუმრად ფინეთში ჩაატარებს.

ცნობისთვის, უეფა-ს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ქართულ კლუბებს 3 შესარჩევი და პლეი ოფის ეტაპების გავლა მოუწევთ. შეხვედრები 7 და 14 ივლისს გაიმართება.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?