პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატების პროფკავშირების IFL-CIO-ის კონგრესში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობა, უკრაინასა და ბელორუსში შექმნილი მდგომარეობა, პროფკავშირული მოძრაობის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და სოლიდარობა, ასევე, ბელარუსში დამოუკიდებელი პროფკავშირების ლიდერების დაკავება და პროფკავშირის დევნა იყო საკითხები, რომელზეც პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე სპიკერის რანგში ისაუბრა.
ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზი საერთაშორისო სტანდარტებისა და დემოკრატიული ღირებულებების არა დეკლარებულად, არამედ, პრაქტიკაში გატარების აუცილებლობას გაუსვა, რადგან, მისი თქმით, ეს იქნება გარანტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად და იმ რეჟიმების თავიდან ასაცილებლად, რომელიც რუსეთსა და ბელარუსში ჩამოყალიბდა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ასევე, ყურადღება საქართველოში, „ბორჯომის“ ქარხანაში არსებულ ვითარებაზე, დასაქმებულთა, პროფკავშირის აქტივისტთა დევნასა და შევიწროებაზე გაამახვილა.
კონგრესი ქალაქ ფილადელფიაში მიმდინარეობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"