სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ურსულა ფონ დერ ლაიენს და მოვუწოდებ, გაითვალისწინოს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მისი განვლილი გზის აღიარებას - ასევე, მე მივმართავ პერსონალური წერილით 27-ვე წევრი ქვეყნის მეთაურს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ხვალ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს პერსონალური წერილით მიმართავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტმა ამავე ბრიფინგზე მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და აღნიშნა, რომ მან საქართველოსთვის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას ქართველი ხალხის ნება უნდა გაითვალისწინოს.

„მივმართავ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს გადამწყვეტი სათქმელი კომისიის გადაწყვეტილების დასრულებისთვის და მოვუწოდებ, რომ საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის, რომლის ჯარისკაცებიც გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგნენ ავღანეთში, როცა ქალბატონი ურსულა თავდაცვის მინისტრი იყო, გაითვალისწინოს, რომ ეს ხალხი იმსახურეს მისი 30-წლიანი და მეტი გავლილი გზის აღიარებას და ეს დღე დგება ახლა. ხვალვე, ასევე მე პირადად მივმართავ პერსონალური წერილით თითოეული, 27 წევრი ქვეყნის მეთაურს და წარვუდგენ ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მისი დატოვება გზის მიღმა საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს