ირაკლი კობახიძე - ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა გზავნილი შეცვალა, უარყო მისივე განცხადება და თქვა, რომ სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს ერთ სიბრტყეში არ აყენებს -  ამ განცხადებას ჩვენ დავაფასებთ

ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა გზავნილი შეცვალა, უარყო მისივე განცხადება და თქვა, რომ სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს ერთ სიბრტყეში არ აყენებს, რაც ძალიან კარგია. ბუნებრივია, პრეზიდენტის ამ განცხადებას ჩვენ დავაფასებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ შეაფასა პრეზიდენტის ბრიფინგის ის ნაწილი, სადაც მან ევროკავშირის მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილმა აღნიშნული რეზოლუცია თავადვე გააკრიტიკა.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტმა ორ რამესთან დაკავშირებით შეცვალა საკუთარი გზავნილი. პირველი, შეიძლება ამას ვიღაცამ ანტიდასავლური რიტორიკა უწოდოს - მან თავიდანვე თავად გააკრიტიკა რეზოლუცია. თქვა, რომ ამ რეზოლუციაში ბევრი უზუსტობა იყო და უსამართლო ჩანაწერიც იყო. თქვა, რომ არ იყო სამართლიანი ეს რეზოლუცია, რატომ მოხდა ეს ცალკე თემაა, მაგრამ სამართლიანი რომ არ იყო, ეს აღნიშნა.

მეორე, როდესაც რამდენიმე დღის წინ იყო მისი გამოსვლა ერთ სიბრტყეზე დააყენა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ბიძინა ივანიშვილი. პირდაპირ თქვა, რომ ვერც სააკაშვილს, ვერც გვარამიას და ვერც ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ. როდესაც ამბობ,რომ სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს ვერ გადავაყოლებ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეს არის სამი ადამიანის ერთ სიბრტყეში დაყენება და აქაც ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა გზავნილი შეცვალა, უარყო მისივე განცხადება და თქვა, რომ ერთ სიბრტყეში არ აყენებს, რაც ძალიან კარგია. ბუნებრივია, პრეზიდენტის ამ განცხადებას ჩვენ დავაფასებთ.

რაც შეეხება დანარჩენ ანალიზს, ე.წ. უკუსვლასთან დაკავშირებით უაღრესად სუსტი იყო და შეგვიძლია თითოეული ნაწილი პუნქტობრივად გავარჩიოთ. დაწყებული [შარლ მიშელის დოკუმენტის] ანულირებით, ცესკო, პროკურორი, ყველაფერს სათითაოდ გავარჩევთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ამ კონტექსტში მან ისაუბრა შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მიშელის დოკუმენტი „წყალში გადაყრილი არ არის“.

„დოკუმენტი წყალში რატომ გადაიყარა? ჩვენ მისი მადლიერი ვართ იმის გამო, რომ დღეს პარლამენტი შემდგარია, ოპოზიცია პარლამენტშია. შარლ მიშელის შედეგი მიღწეულია და ამის თქმა შარლ მიშელს ყველასთვის შეუძლია“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს