პირველი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი შეკვეთილში 2022 წლის სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას

ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში ქართული კომპანია 5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. „ტოპლაინ კონსტრაქშენი“ „თიბისი ბანკთან“ პარტნიორობით აშენებს მრავალფუნქციურ საინვესტიციო და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც დამსვენებლებს 2022 წლის სექტემბრიდან მიიღებს.

მასშტაბური პროექტი შეკვეთილში FIDELIO პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია. ის აერთიანებს როგორც დასასვენებელ, ისე სარესტორნო ბიზნესს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროექტი მომხიბვლელია როგორც პირადი სარგებლობისთვის, ასევე საინვესტიციოდ. FIDELIO აპარტამენტების მეპატრონეებს საშუალებას აძლევს, ჩადებული ინვესტიცია მალევე ამოიღონ და სტაბილური შემოსავლის წყარო მუდმივად ჰქონდეთ.

კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვა დაწყებულია და მისი არაერთ უპირატესობიდან გამომდინარე დაინტერესება საკმაოდ მაღალია. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი საერთო ჯამში 22 პრემიუმ კლასის აპარტამენტს აერთიანებს. აპარტამენტების მინიმალური ფართი 30.7 კვ.მ.–დან იწყება, რაც მას შედარებით შეზღუდული ბიუჯეტის მქონე მსურველებისთვისაც ხელმისაწვდომს ხდის. ხელსაყრელია გადახდის პირობებიც, რადგან მომხმარებელს საშუალება ეძლევა გადახდის სამი ვარიანტიდან მისთვის სასურველი აირჩიოს. შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდა, ისე შიდა და/ან ბანკის განვადება.

FIDELIO მდებარეობს Black Sea Arena-ს სიახლოვეს, რაც მას უცხოელი და ადგილობრივი დამსვენებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

როგორც „ტოპლაინ კონსტრაქშენის“ დირექტორი ვასილ თამაზაშვილი აღნიშნავს პროექტი FIDELIO ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებულად მიმზიდველია:

„შეკვეთილი შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი მოთხოვნადი კურორტია. დაინტერესებისა და კონკურენციიდან გამომდინარე ფასიც შედარებით მაღალია და კიდევ იზრდება. ამას განაპირობებს შეკვეთილის უნიკალური მდებარეობა, სადაც ზღვა და ტყე ერთ ზონაშია მოქცეული. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ქვიშიანი სანაპიროს როლიც მისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით და ის კულტურული ადგილები, რომლებიც ერთ არეალშია მოქცეული. ესენია: დენდროლოგიური პარკი, მუსიკოსთა პარკი, სოციალური სივრცე, საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena. სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის საინტერესო ტურისტულ მიმართულებას, რომლის პოპულარიზაციაშიც FIDELIO მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,“ - აღნიშნავს ვასილ თამაზაშვილი.

FIDELIO-ში აპარტამენტები რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით კეთილმოწყობილი ბარდება. პროექტის მენეჯმენტში ჩაერთვებიან ფრანგი პარტნიორები, რომლებიც მეპატრონეებისთვის ნომრების გაქირავებას უზრუნველყოფენ.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს