მეხანძრე-მაშველთა მომზადების კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მომზადების კურსი დასრულდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საბაზისო მომზადების კურსი ახალი პროგრამის მიხედვით ჩატარდა და მასში სულ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 22 თანამშრომელი საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან იყო ჩართული.

უწყების ცნობით, 5-კვირიანი კურსის მიმდინარეობისას მეხანძრე-მაშველებს სწავლება ჩაუტარდათ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, ასევე, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საფუძვლების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„სწავლების პერიოდში მსმენელებმა თითოეული მოდულის ფარგლებში, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს აკადემიის გამოცდილი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

სწავლების დასკვნითი ღონისძიება შსს აკადემიაში გაიმართა. კურსის მონაწილეებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - მამუკა სეფიაშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა - ივანე პაპიაშვილმა გადასცეს.

მეხანძრე-მაშველთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი აპრობირებული პრაქტიკის და მეთოდოლოგიის მიხედვით არის შედგენილი და მას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თითოეული თანამშრომელი ეტაპობრივად გადის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება